პუბლიკაციები
ჯუმბერ კირვალიძე: "ნაციონალური მოძრაობა": 2012 წელი - 65 დეპუტატი, 2016 წელი - 27 დეპუტატი, 2020 წელი - 0 დეპუტატი"!

  პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი განუწყვეტლივ ეცემა.

 „დიახ, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა დაგვანახა, რომ ნაცმოძის რეიტინგი განუწყვეტლივ ეცემა. არჩევნებში ნაჩვენები მეორე შედეგი, სულაც არ მეტყველებს ნაცმოძის მაღალ რეიტინგზე, ეს მიუთითებს მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად სუსტია საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიები. ცნობისთვის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ,ნაცმოძმა 65 დეპუტატის მანდატი მოიპოვა, 2016 წლის არჩევნების შედეგად კი, მას 27 დეპუტატის მანდატი აქვს აღებული, ანუ 38 მანდატით ნაკლები!.. დარწმუნებული ვარ, რომ 30 ოქტომბერს, მეორე ტურში ინერციით დაღმავალზე მიმავალი ნაცმოძრაობა ამ 27 მანდატის ამარა დარჩება, ხოლო 2020 წლის არჩევნებში საარჩევნო ბარიერსაც ვერ გადალახავს!!!“, - წერს კირვალიძე.