პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: ჩვენ მივესალმებით ნატოს სამხედრო ყოფნას შავ ზღვაში!

  საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

 მისივე თქმით, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა, რომლებიც სამიტის შემდეგ პირველად შეიკრიბნენ, განიხილეს ალიანსის შიგნით ვარშავის გადაწყვეტილებების შესრულების საკითხები და ამ თვალსაზრისით გადასადგმელი ნაბიჯები.

 „ჩვენ მივესალმებით ალიანსის სამხედრო ყოფნის და აქტივობების გაძლიერებას აღმოსავლეთ ევროპაში და, განსაკუთრებით, შავი ზღვის რეგიონში. საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა, მხარს უჭერს ალიანსის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

 საქართველო მზად არის, განაგრძოს საკუთარი წვლილის შეტანა ევროატლანტიკური სივრცისა და მისი განუყოფელი ნაწილის - შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.