საზოგადოება
სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება

  საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. ძალიან უხერხულია ყოველდღე რაღაცა ჭორებზე, ინსინუაციებზე კომენტარების გაკეთება, - ასე უპასუხა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ კახა კალაძე შს მინისტრად დაინიშნოს.

 „არაფერი სერიოზული არ იგეგმება, დაველოდოთ არჩევნების მეორე ტურს, შემდეგ პარლამენტის შეკრებას და შემდეგ იქნება მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებაც. იქ გავიგებთ ყველა ყველაფერს“, - აღნიშნა მინისტრმა.

 გარდა ამისა, შეკითხვაზე, რომ შესაძლოა, სოზარ სუბარი თანამდებობაზე  ვახტანგ ყოლბაიამ შეცვალოს, სუბარმა აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

 „კითხვა,  ვიქნები თუ არა განახლებულ მინისტრთა კაბინეტში,  უნდა დაუსვათ პრემიერ-მინისტრს. მე მზად ვარ,  ვემსახურო ჩემს სამშობლოს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.