საზოგადოება
საქართველოს საგარეო უწყება იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

  საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იტალიური მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს. იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა იტალიის შესაბამის სამსახურებთან.

 იტალიის რესპუბლიკაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით რომში,  საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+39 333) 887 91 23.

 26 ოქტომბერს ცენტრალურ იტალიაში (მარკეს რეგიონი) ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, მიწისქვეშა ბიძგებმა რიხტერის შკალით 5.4 და 6.2 მაგნიტუდა შეადგინა.