სამართალი
საქართველოს პრეზიდენტმა 168 პატიმარი შეიწყალა

  საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა 168 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის არიან როგორც მძიმე, ისე ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრები.

 ამის შესახებ შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის ექვსი ქალია. 

 როგორც ზვიად ქორიძემ აღნიშნა, შეწყალებული პატიმრებიდან 114 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, დანარჩენ 54 მსჯავრდებულს კი სხვადასხვა დოზით შეუმცირდება შეფარდებული სასჯელი.

 „საპარლამენტო არჩევნებია და სწორედ ამის გათვალისწინებით იხელმძღვანელა კომისიამ, რათა ამ ადამიანებს მისცემოდათ შანსი ახალი ცხოვრების დაწყების. ეს პრეზიდენტმაც გაითვალისწინა", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.