სამართალი
საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ხ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ნ.ხ. იმ დროს დააკავეს, როცა დმანისი-ირგანჩაის საავტომობილო გზაზე საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციამ დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 22 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.