სამართალი
გამოქვეყნდა კრწანისის სასწავლო ცენტრში აფეთქებისაგან დაღუპულთა და დაჭრილთა სია

tavdacvis-saminთავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კრწანისის სასწავლო ცენტრში სამხედრო წვრთნების დროს მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ კაპრალები: ზურაბ კუცია, ემზარ შოშიაშვილი, დავით გოგიჩაიშვილი.

დაჭრილები არიან კაპრალები: ალექსანდრე თომაშვილი, ვალოდია ხრიკული, ზურაბ ქვათაძე, გიორგი გნოლიძე, აკაკი ყულოშვილი, გიორგი ჩოფლიანი, ამირან სამოსონიძე, დავით მურადაშვილი, გიორგი ახალაძე, ზაზა ხუროშვილი, გელა ფიცხელაური, როინ ხოზრევანიძე, ზაქარია კურტანიძე.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 11 იანვარს, დაახლოებით 11:00 საათზე, პირველი საარტილერიო ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა ბატალიონის ასეულის ჯარისკაცების წვრთნების დროს სასწავლო ცენტრ „კრწანისში“აფეთქება მოხდა.

120-მმ ნაღმმტყორცნის ჭურვის აფეთქება, სავარაუდოდ, წვრთნის დროს დაშვებულმა ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია.

„კრწანისში“ მომხდარ შემთხვევას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია და გენერალური ინსპექცია იძიებს.

კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარი აფეთქების გამო დაკავებულია სამი სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონტროლი ევალებოდათ. ესენია ეროვნული სასწავლო ცენტრის სასწავლო კურსის უფროსი, საარტილერიო ქვედანაყოფების შეფასებისა და მომზადების კურსის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი ტრისტან ტყეშელიაძე, საცეცხლე პოზიციის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი მამუკა ფარეშიშვილი და პირველი საარტილერიო ბრიგადის ბატარეიის მეთაური, უფროსი ლეიტენანტი მალხაზ ქობალია.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 403-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც თავისუფლების 6-დან 10 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.