უცხოეთი
ტრამპის განცხადებით, კლინტონის პოლიტიკა მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს

  საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში კონფლიქტის დარეგულირებისკენ მიმართულმა ჰილარი კლინტონის გეგმამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს,

 მისი თქმით, აშშ უნდა ფოკუსირდეს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაზე და არა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის გადაყენებაზე.

 ჰილარი კლინტონი ცოტა ხნის წინ გამოვიდა ინიციატივით, სირიის თავზე საჰაერო სივრცე არასაფრენ ზონად გამოცხადდეს.

 “თქვენ აღარ ეომებით სირიას, თქვენ ებრძვით სირიას, რუსეთსა და ირანს, მეთანხმებით? რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა. თანაც ისეთი, სადაც ბირთვული იარაღი მოქმედებს, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ საუბრობენ ” - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 ტრამპმა აღნიშნა, რომ ჰილარი კლინტონი პუტინთან მოლაპრაკებებს ვერ შეძლებს, მის მიმართ არაერთხელ გამოთქმული კრიტიკის გამო.

 „როგორ აპირებს ის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას კაცთან, რომლისგანაც ბოროტების განსახიერება შექმნა?“ - განაცხადა ტრამპმა.