საზოგადოება
ლარის კურსი ისევ დაეცა

  საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ დაეცა.  დღეს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4080 ლარია, 26 ოქტომბერს კი  ოფიციალური კურსი 2.3888 ლარი იყო.

 ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. დღეს ერთი ევროს შეძენა 2.6303 ლარად არის შესაძლებელი.