სამართალი
საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი გიგი შენგელიას მამა აცხადებს, რომ კითხვებზე, რომლებიც ჰქონდა, პასუხები მიიღო. რომან შენგელიას თქმით, გვამი ბაზის გარეთ არის ნაპოვნი.
„დავათვალიერე მკვლელობის ადგილი… სამი შეკითხვა მქონდა და სამივეზე პასუხი მიღებული მაქვს. სროლა შიდა ტერიტორიაზე მოხდა“, - განაცხადა შენგელიამ.
23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.