სამართალი
შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

  საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე . . განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

 სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 223 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 1,7166 გრ ჰეროინს შეიცავს. ასევე ამოღებულია ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 27 აბი.