აქტუალური
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა

  საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტს შეადგენს.

 ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წინა პერიოდებში პოლიტიკის განაკვეთის შემცირება ჯერ არ არის სრულად ასახული ეკონომიკაზე, ამიტომ მიზანშეწონილია ნორმალიზების პოლიტიკის თანდათანობითი განხორციელება. მოსალოდნელია, რომ შემდეგი ორი კვარტალის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6 პროცენტამდე შემცირდება.

 არსებული პროგნოზებით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს 2017 წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება. ინფლაციის შემცირებას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა, შემცირებული მოლოდინები და საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო ჯგუფებზე ფასების კლება განაპირობებს. საგარეო შოკების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე შესუსტდა.

 საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

 მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 14 დეკემბერს გაიმართება.