პოლიტიკა
ლარი 192 ერთეულით გაუფასურდა

  საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს, გუშინ, 26 ოქტომბერს, ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გამართული ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი განისაზღვრა. ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.4080 ლარია.

 გუშინ ეროვნული ვალუტა 192 ერთეულით გაუფასურდა, გუშინწინ ერთი დოლარი 2.3888 ლარი ღირდა.

 განსხვავებულია გაცვლითი კურსი კომერციულ ბანკებში, სადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.4350 ლარია.