საზოგადოება
საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. საფეხბურთო კლუბ „თბილისის დინამოს" უკრაინელი სპეციალისტი ვიაჩესლავ გროზნი გაწვრთნის. ახალი მწვრთნელი ჟურნალისტებს „თბილისის დინამოს" მფლობელის რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ წარუდგინა.
„იყო რამდენიმე კანდიდატურა. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, მოგვეყვანა ისეთი მწვრთნელი, რომელთანაც იქნებოდა მენტალური თანხვედრა და მას ეცოდინებოდა ქართული ფეხბურთი და მისი ტრადიციები", - აღნიშნა ლევან სალუქვაძემ.
„თბილისის დინამომ" უკრაინელ სპეციალისტს კონტრაქტი 1+2 სისტემით გაუფორმა.