საზოგადოება
ნოდარ ხადური დარწმუნებულია, რომ ლარი საშუალოვადიან პერიოდში აუცილებლად გამყარდება

  საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დარწმუნებულია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარი აუცილებლად გამყარდება.

 „ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ეროვნულმა ბანკმა, რომლის თანახმადაც, ერთჯერად ტრანზაქციებს ჰქონდა ადგილი. ეს ტრანზაქციები დასრულებულია. ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და როგორც არაერთხელ აღინიშნა, საშუალოვადიან პერიოდში ის აუცილებლად გამყარდება”, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.