სამართალი
მთავარსარდელი მიიჩნევს, რომ კრწანისის ინციდენტის ირგვლივ არსებულ კითხვებს კომპეტენტური პასუხი უნდა გაეცეს

  საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 „პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში მომხდარი სამწუხარო ფაქტის დროული და გამჭვირვალე გამოძიება უმნიშვნელოვანესია. მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და, ასევე, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული ცენტრი, სადაც განთავსებულია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი. სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი მიიჩნევს, რომ ყველა კითხვას, რომლებიც აქვთ დაღუპულის ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას, უნდა გაეცეს კომპეტენტური პასუხი. არ უნდა დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი და ეჭვი ამ ფაქტთან მიმართებაში. ეს მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე სამხედრო ძალების რეპუტაციისთვის“, - აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

 საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, რომლებსაც მისი პრესსპიკერი ზოგჯერ „შეიარაღებულს“ უწოდებს, ბედის ირონიით ღრმად სამოქალაქო ადამიანია, რომელსაც არავითარი წარმოდგენა არ აქვს არმიაზე. ამიტომ საქრთველოში, რომელმაც მსოფლიოს უმაღლესი მთავარსარდალი სტალინი აჩუქა, ჩასუქებულ ფილოსოფოს მარგველაშვილს არა „მთავარსარდალს“, არამედ „მთავარსარდელს“ ეძახიან...