სამართალი
შსს-მ გურიაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

  საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი: .., .. და .. დააკავეს.

 ცივი იარაღით შეიარაღებული ერთ-ერთი ბრალდებული, ორ თანამზრახველთან ერთად, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში, მოქალაქის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და იქ მყოფ მოხუც ქალბატონს სიცოცხლის მოსპობის მუქარით „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი და ფული გასტაცა, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.