საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა დავით ონოფრიშვილმა აღნიშნა, რომ მიუღებელია ის არგუმენტები, რის გამოც თითქოს „ქართულ ოცნებას“ არ უნდა დაუჭირონ მხარი.
„ყველგან არის დარჩენილი ორი კანდიდატი. მე ჩემს მხარდამჭერებს, ჩემს თანამოაზრეებს მოვუწოდებ, რომ მხარი დაუჭირონ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს, რადგან მიუღებელია არგუმენტები, რის გამოც შეიძლება, მხარი არ დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სამუდამოდ წასულიყო მინიმუმ ოპოზიციაში და შესაძლოა, პოლიტიკიდანაც. ჩვენ გვყავს ჭიათურაში თემურ გაფრინდაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატად და მოვუწოდებ ამომრჩევლებს, მას დაუჭირონ მხარი“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.
როგორც დავით ონოფრიშვილმა აღნიშნა, ის პოლიტიკაში ჩართვას და რაიმე თანამდებობის დაკავებას არ აპირებს.