აქტუალური
პარტია “პატრიოტთა ალიანსი” საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს

  საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. პარლამენტში 6 მანდატით შესული პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრები მიიჩნევენ, რომ პარტიას 6 მანდატზე მეტი ეკუთვნის.

 „ყველა პარტია, რომელიც დარჩა ბარიერს მიღმა, ვერ გადალახა ბარიერი, მათი პროცენტები უნდა განაწილდეს ახლა იმ პარტიებზე, ვინც შევიდა პარლამენტში. მხოლოდ ხელისუფლება და ნაციონალური მოძრაობა ინაწილებს რატომღაც ამ დარჩენილ 17 ადგილს, ჩვენ არ ვმონაწილეობთ იქ, რაც არასწორია. ჩვენ გავასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში და დიდი იმედი მაქვს, რომ დროულად მოახდენს რეაგირებას და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, მაშინ ჩვენ 8 მანდატს მივიღებთ“, - აღნიშნა დავით თარხან-მოურავმა.