სამართალი
საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსმა მესაზღვრეებმა ცხინვალის იზოლატორში ამჯერად გორის რაიონის სოფელ კირბალის მკვიდრი გადაიყვანეს.
30 წლის ილია თაყაძე ბებიასთან ერთად ცხოვრობს. სოციალურად დაუცველი ოჯახის ინფორმაციით, ზამთარში გათბობის ერთადერთ საშუალებას მათთვის შეგროვებული შეშა წარმოადგენს. სოფლის მიმდებარე ტყეში თაყაძე მეგობრებთან ერთად სწორედ ამ მიზნით წავიდა და აღარ დაბრუნებულა.
გუშინ დილით კი ცხელი ხაზის მეშვეობით დადასტურდა, რომ სოფელ კირბალის მკვიდრი მესაზღვრეებმა დააკავეს. მიზეზი, სავარაუდოდ, ისევ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებაა.