პოლიტიკა
იან კელი: ჩვენ მოვუწოდეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ არჩევნებში ბოლომდე მიიღონ მონაწილეობა და არ გამოეთიშონ პროცესს

  საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

 „ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნებმა ასახა ქართველი ხალხის ნება. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება გარკვეულ ინციდენტებთან დაკავშირებით, ეს იყო ძალადობა და დაშინების ინციდენტები. მიგვაჩნია, რომ ასეთი ინციდენტები არ უწყობენ ხელს წყნარი ატმოსფეროს შენარჩუნებას. ჩვენ ასევე მოვუწოდეთ პოლიტიკურ პარტიებს და ყველა ჩართულ მხარეს, რომ ბოლომდე მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ანუ არ გამოეთიშონ ამ პროცესს“