საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები სხდომაზე შეაჯამა. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული 5%-იანი ბარიერი 3-მა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა:
№5 ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 27.11% / 27 მანდატი
№8 ”დავით-თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი-პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” - 5.01% / 6 მანდატი
№41 ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” - 48.68% / 44 მანდატი
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერი 23-მა კანდიდატმა გადალახა. ყველა მათგანი წარდგენილი იყო ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მიერ:
|
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ნომერი |
გვარი/სახელი |
|
№3-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი |
ზაზა ხუციშვილი |
|
№4-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი |
მამუკა მდინარაძე |
|
№5-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი |
ნინო გოგუაძე |
|
№14-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი |
გიორგი ვოლსკი |
|
№25-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი |
ირაკლი შიოლაშვილი |
|
№31-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი |
სავალან მირზოევი |
|
№32-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი |
გოდერძი ჩანქსელიანი |
|
№33-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი |
გოგი მეშველიანი |
|
№34-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი |
კახაბერ ოქრიაშვილი |
|
№35-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი |
რუსლან გაჯიევი |
|
№38-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი |
ზაქარია ქუცნაშვილი |
|
№40-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი |
გიორგი თოთლაძე |
|
№45-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი |
გედევან ფოფხაძე |
|
№46-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი |
ენზელ მკოიანი |
|
№50-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი |
ელგუჯა გოცირიძე |
|
№53-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი |
პაატა კვიჟინაძე |
|
№54-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი |
გრიგოლ ლილუაშვილი |
|
№55-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი |
გრიგოლ მიქელაძე |
|
№57-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი |
ცოტნე ზურაბიანი |
|
№58-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი |
გოჩა ენუქიძე |
|
№59-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი |
არჩილ თალაკვაძე |
|
№62-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი |
ოთარ დანელია |
|
№73-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი |
ანზორ ბოლქვაძე |
ცენტრალურმა საარჩვენო კომისიამ №36-ე და №66-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მეორე ტურების თარიღად 30 ოქტომბერი განსაზღვრა. 30 ოქტომბერს №67 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ასევე დაინიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები.
შეგახსენებთ, რომ მეორე ტურები მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება.
23 ოქტომბრის სხდომაზე, ცესკომ ცნობად მიიღო 8 ოქტომბერს გამართული საკრებულოს შეუალედური არჩევნების შედეგები:
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №4 კრწანისის საარჩევნო ოლქის №04.07 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია - №41 ქეთევანი მამულაშვილი
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №5 ისნის საარჩევნო ოლქის №05.10 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია - №41 ზურაბი ქადაგიძე
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №10 გლდანის საარჩევნო ოლქის №10.23 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია - №41 გულია გოცირიძე
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №25 წალკის საარჩევნო ოლქის №25.23 ბერთას სოფლის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია - №41 დავით კვარაცხელია
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №56 ჭითურის საარჩევნო ოლქის №56.12 სვერის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია - №41 ვახტანგ ცუცქირიძე
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №63 აბაშის საარჩევნო ოლქის №63.09 პირველი მაისის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია - №41 იაგო თოდუა
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.01.03 ზუგდიდის ქალაქის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია - №41 თაზო ფაცაცია.