საზოგადოება
NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი: „8 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობა არასოდეს დაგვიყენებია ეჭვქვეშ“

  საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ NDI-ის საქართველოს  ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში  დიანა ტრაპაიძის შეკითხვის დრო განაცხადა.

 „პროცესი 8 ოქტომბერს ჩატარდა იმგვარად, რომ გამოხატა ხალხის ნება, ლეგიტიმურობა ამ პროცესის ჩვენ არასოდეს დაგვიყენებია ეჭვქვეშ. ჩვენ, უბრალოდ, ვთქვით, რომ პროცესში არსებობდა რაღაც ტიპის, მაგალითად  - ადმინისტრაციული პრობლემები, რომლებიც უბნებზე იყო. ჩვენ ვსაუბრობდით მომავალ არჩევნებზე, რაც საჭიროებს რაღაც ტიპის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა ლორა თორნტონმა.

 „ჩვენი რეკომენდაცია, რომელიც ყველაზე ჯგუფსა და ყველა ადამიანზე ვრცელდება,  არის შემდეგითავი შეიკავეთ ძალადობისგან. მეორე რეკომენდაცია გახლავთ ტექნიკური სახისრომელიც ეხება საარჩევნო ადმინისტრაციას“, - განაცხადა ლორა თორნტონმა.

 "მინდა,  მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს,   წადით არჩევნებზე, განახორციელეთ თქვენი მოქალაქეობრივი უფლება და მიეცით ხმა. მინდა,  მოვუწოდო აქტივისტებსაც,  შექმნან მშვიდი და კომფორტული გარემო, რათა  მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთი არჩევანის გაკეთება", - აღნიშნა NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.