სამართალი
ნინო ბურჯანაძე: „შემირცხვენია ყველა ის ქართველი რომელმაც “ნაციონალურ მოძრაობას” მისცა ხმა“

  საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. აღნიშნული განცხადება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მეორე არხზე თოქ-შოუ „არგუმენტების დროში“ გააკეთა

 „შემირცხვენია ყველა ის ქართველი, რომელმაც “ნაციონალურ მოძრაობას” მისცა ხმა! ყველამ, ვინც ხმა მიეცით “ნაციონალურ მოძრაობას” იცოდეთ: ყველას გაქვთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა იმ ადამიანების წინაშე, ვინც გაუბედურდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს.  მოერიდეთ შვილებთან თქვენი არჩევანის გამხელას“.