სამართალი
სუს-ის წარმომადგენელმა ჟენევის დისკუსიების მონაწილეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა

  საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით ჟენევის დისკუსიების მონაწილეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გამართულ მორიგ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.

 კახაბერ ქემოკლიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობის შესახებ და ისაუბრა იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში, საოკუპაციო ხაზსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების და სტაბილურობის კუთხით არსებობს, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა.