აქტუალური
საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის სამხედრო მოსამსახურის, რიგით აკოპ სამველის ძე მალხასიანის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რიგითი მალხასიანი 21 ოქტომბერს დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.