პუბლიკაციები
ჯუმბერ კირვალიძე: “აბაშიძე-კარასინის ფორმატი გახლავთ ერთადერთი ლეგალური არხი, სადაც არ და ვერ მონაწილეობენ სეპარატისტები”

  პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე:

 -“მავანნი, რომლებიც რუსეთთან მიმართებით საკუთარ თავს მიიჩნევენ “დიდ სპეციალისტებად”, დაბეჯითებით გვიმტკიცებენ, რომ საქართველოს არავითარ შემთხვევაში ხელს არ აძლევს “შეხვედრები შეხვედრებისთვის”, მათ მხედველობაში აქვთ აბაშიძე-კარასინის ფორმატი. მაგალითისთვის მოჰყავთ ჟენევის ფორმატი და გვეუბნებიან, რომ მართალია შვეიცარიაში მოლაპარაკებებით ხშირად ვერანაირ შედეგს ვერ ვიღებთ, მაგრამ ჟენევის მოლაპარაკებები საჭიროა, თუნდაც იმისთვის, რომ იგი შედეგს მომავალში მაინც მოგვცემსო?!.. ანუ, ეს ჩვენი “დიდი პოლიტანალიტიკოსები” მოითხოვენ, რომ უშუალოდ ქართულ-რუსულ ორმხრივ შეხვედრებისგან , აუცილებელია კონკრეტული შედეგის დაუყოვნებლივი მიღება, ხოლო ჟენევის საერთაშორისო ფორმატი ორიენტირებული უნდა იყოს სამომავლო შედეგზე?!.. აქვე, ეს “ექსპერტ-ნოვატორები” დასძენენ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და ყველა საკითხი ამ თემას უნდა უკავშირდებოდესო!.. კეთილი და პატიოსანი, არავინ აკნინებს ჟენევის მრავალმხრივი ფორმატის მნიშვნელობას, სადაც აფხაზური და ოსური დეფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ (რუსეთის ფედერაციის მოთხოვნით!), მაგრამ, რატომ აქვთ ზოგიერთ ზემოთ ნახსენებ ბატონებს ასეთი აგდებული და “მოუთმენელი” დამოკიდებულება აბაშიძე-კარასინის ორმხრივ ფორმატთან მიმართებაში?!

 სხვათაშორის, ამ ფორმატმა მნიშვნელოვანი როლი შესარულა იმასთან დაკავშირებით, რომ განვლილი 4 წლის განმავლობაში დაძაბულობის ხარისხი საგრძნობლად შემცირდა რუსულ-ქართულ ურთირთობებში, აღარაფერს ვამბობ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების აღდგენა-განვითარებაზე!..

 მათ საყურდღებოდ მინდა ვთქვა, რომ დღეს, საქართველო-რუსეთს შორის სწორედ აბაშიძე-კარასინის ფორმატი გახლავთ ერთადერთი ლეგალური არხი (დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში), სადაც საქართველს და რუსეთის ოფიციალურ, სახელმწიფო მაღალჩინოსნსებს აქვთ პირდაპირი კონტაქტი, რომელშიც ვერ და არ მონაწილეობენ ჩვენი სეპარატისტული რეგიონების დეფაქტო ადმინისტრაციების წარმომადგენლები, რაც “დიდ ეჭვიანობას” იწვევს სოხუმსა და ცხინვალში!.. დიახ, კიდევ ერთხელ, არავინ უარყოფს იმას, რომ საქართველოს ოფიციოზს და ზოგადად ქართულ საზოგადოებას სხვადასხვა დონეზე აუცილებლად უნდა ჰქონდეს ორმხრივი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, მაგრამ, იმათ ვისაც პრეტენზია გაქვთ “პოლიტიკისმცოდნეობაზე, არ დაგავიწყდეთ”, რუსეთის “განსაკუთრებული როლის შესახებ” (რასაც გამუდმებით გვეუბნებიან ჩვენი დასავლელი მოკავშირეები!), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივასთან დაკავშირებით!!!…”