უცხოეთი
მოსკოვს მიუღებლად მიაჩნია განცხადება რუსი დიპლომატებისთვის აშშ–ში არჩევნების დაკვირვების აკრძალვის შესახებ

  საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ რია ნოვოსტის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა აცნობა. „თუ ახლა პოლიტიკური მოტივებით ამის საშუალებას არ მოგვცემენ, ჩვენ საკუთარ დასკვნებს გავაკეთებთ იმ საშუალებებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენს ხელთაა“, – აღნიშნა უწყების წარმომადგენელმა.

 რიაბკოვმა ხაზი გაუსვა, რომ „ამერიკელ კოლეგებს იმედი ნუ ექნებათ, რომ ამას უბრალოდ დავივიწყებთ და შემდგომში, როცა ისინი უცებ მოისურვებენ რაღაცას დააკვირდნენ ჩვენთან, ჩვენ აღარ გაგვახსენდება, როგორ მოიქცნენ ისინი მოცემულ სიტუაციაში და რა სახის მიუღებელი განცხადებები გაჟღერდა მაღალი ტრიბუნებიდან და საპასუხისმგებლო მიკროფონებიდან“.

 საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს კვლავაც აქვს ფუნდამენტალური ხასიათის პრეტენზიები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანების უფლებების დაცვის ბიუროს მისიასთან. ამასთან დაკავშირებით მოსკოვი „უფლებამოსილია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, შევალთ თუ არა მისიაში“, – განაცხადა მან.

 უწინ რუსეთის საელჩომ აშშ–ში განაცხადა, რომ ამერიკის ხელისუფლებამ უარი უთხრა რუს დიპლომატებს დაკვირვებოდნენ საპრეზიდენტო არჩევნებს და სისხლის სამართლებრივი დევნით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საარჩევნო უბნებზე გამოჩნდებოდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში დიპმისიის თანამშრომლებს ურჩიეს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების დაცვის ბიუროსთვის მიემართათ.