სამართალი
ერდოღანი: „გულში საზღვრების გავლება შეუძლებელია - ნუთუ შესაძლებელია რიზეს ბათუმისგან განსხვავება!“

  საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რიზეში უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ამბობს, რომ ფიზიკურ საზღვრებს პატივს სცემს, თუმცა "გულში საზღვრების გავლება შეუძლებელია".

 "თურქეთი მხოლოდ თურქეთი არ არის. 79 მილიონი მოქალაქის გარდა, ის ასევე პასუხისმგებელია ასობით მილიონ ძმაზე იმ გეოგრაფიულ არეალში, რომელთანაც ჩვენ ისტორიული და კულტურული კავშირები გვაქვს. ზოგიერთები გვეკითხებიან, რატომ ინტერესდებით ერაყით, სირიით, საქართველოთი, ყირიმით, მთიანი ყარაბაღით, აზერბაიჯანით, ბალკანეთით და ჩრდილოეთ აფრიკით? თუმცა მათგან არავინ ინტერესდება, რომ არცერთი ამ ადგილიდან ჩვენთვის უცხო არ არის. ნუთუ შესაძლებელია რიზეს ბათუმისგან განსხვავება, ედირნესა და სალონიკის განცალკევება? როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ გაზიანთეფი, ალეპო, მარდინი, ჰასაკა, სირტე და მოსული ერთმანეთთან დაკავშირებული არ არიან?", - განაცხადა ერდოღანმა

 რიზეს უნივერსიტეტში თურქეთის პრეზიდენტის 15 ოქტომბრის გამოსვლის სრული ვიდეოჩანაწერი თურქულმა ტელეკომპანია TRT-მ გაავრცელა.