სამართალი
საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა ს.ჰ., წარსულში ნასამართლევი მ.ვ., ზ.ვ. და ა.თ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ფონიჭალაში, ს.ჰ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 0,568249 გრ ჰეროინი ამოიღეს. ასევე ამოღებულია ბრალდებულების მიერ მოქალაქეებისთვის მიყიდული 24 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ოთხივე დაკავებულს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.