პოლიტიკა
ამერიკელი კონგრესმენები: „დემოკრატიის ხელშეწყობის თვალსაზრისით, საქართველო რეგიონსა და მსოფლიოში მნიშვნელოვანი ლიდერია“

  საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. ამერიკელი კონგრესმენები ერიკ პოლსენი და ბილ კიტინგი ქართველ ხალხს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავენ.

 „ვულოცავ ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და დემოკრატიის მიმართ მტკიცე ერთგულების დემონსტრირებას“, - ნათქვამია ერიკ პოლსენის განცხადებაში.

 „თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებულმა არჩევნებმა საქართველო, დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობის თვალსაზრისით, მთელ რეგიონსა და მსოფლიოში მნიშვნელოვან ლიდერად აქცია“, - წერს ბილ კიტინგი.

 ბილ კიტინგი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში არჩევნების მეორე ტურიც მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდება, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით ლიდერის პოზიციას.