პოლიტიკა
“ნაციონალური მოძრაობა” იწყებს კამპანიას "+1"

  საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი . ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გიორგი კანდელაკმა გააკეთა.

 “ჩვენ გავდივართ მეორე ტურებზე და ვაპირებთ, ვიბრძოლოთ ბოლომდე. ჩვენ გვაქვს კამპანია "+1". ჩვენ მივმართავთ იმ 500 000 ადამიანს, რომელმაც “ნაციონალურ მოძრაობას” მისცა ხმა, მივმართავთ თხოვნით, რომ მათ ერთი  ადამიანი, რომელიც არ ყოფილა არჩევნებზე ან “ნაციონალური მოძრაობისთვის” არ მიუცია ხმა, დაარწმუნონ, რომ აუცილებელია მეორე ტურში მოსვლა და პროდასავლური ოპოზიციისთვის მხარის დაჭერა. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ იმ ნახევარი მილიონი ადამიანის წინაშე, ვინც მხარი დაგვიჭირა, არამედ ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელმაც პროდასავლურ ძალებს დაუჭირა მხარი და გვაკისრია პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.