საზოგადოება
გია ვოლსკი: „სამოქალაქო სექტორის მიზანი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერაა!“

  საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. სამოქალაქო სექტორის მიმართვის ადრესატთა ნაწილი, რომლის შესახებაც დღეს საქინფორმი იუწყებოდა, უარს აცხადებს მის ხელმომწერთა არგუმენტების გაზიარებაზე.

 „საკონსტიტუციო უმრავლესობის აკუმულირება ერთი ძალის ხელში ნამდვილად არის საფრთხის შემცველი, განსაკუთრებით ისეთ რეალობაში, როდესაც ვერ ხდება სხვა ინსტიტუტების მიერ დაბალანსება ძალაუფლების. მიუხედავად ამისა, ჩვენ ასეთ მოწოდებას არ ვაკეთებთ ჩვენი ამომრჩევლის მიმართ ერთი მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ ამომრჩეველს ძალიან მკვეთრად გამოხატული პოზიციონირება აქვს როგორც “ქართული ოცნების” ხელისუფლების, ასევენაციონალური მოძრაობის” მიმართ“, - განაცხადა “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კეკენაძემ.

 “მთავარი მიზანი, რასაკვირველია, ის არის, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭირონ მხარი და მეორე ტურში ძალების მობილიზაციას ითვალისწინებს ეს განცხადება და არა იმ საშიშროებას, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” მთელს მსოფლიოს დაანახვა - აიღოს ძალაუფლება და გამოიყენოს ეს იმისათვის, რათა კონსტიტუცია მოირგოს საკუთარ თავზე. ასეთი რამე საქართველოში აღარ განმეორდება, განსაკუთრებით პასუხისმგებელი ვარ იმ პერიოდზე, სადაც “ქართული ოცნება” იქნება ხელისუფლებაში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.