სამართალი
დღეიდან პატიმრები ''თქვენობით'' ილაპარაკებენ

Xatuna2სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის – ხათუნა კალმახელიძის განცხადებით, ადმინისტრაციულ პატიმრებსა და მსჯავრდებულებს დღეიდან მხოლოდ '' თქვენობით'' საუბარი შეეძლებათ. ახალი კანონის თანახმად, მსჯავრდებული ვალდებულია, ადმინისტრაციის ყველა შიდაგანაწესს დაემორჩილოს, დაიცვას საკნისა და პირადი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და დაწესებულების მოსამსახურეთა დამამცირებელი მოქმედებები არ განახორციელოს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მსჯავრდებულს საყვედურს გამოუცხადებენ და უფლებებს შეუზღუდავენ.