პოლიტიკა
ავტორიტარული მმართველობის საფრთხე - სამოქალაქო საზოგადოება საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ

  საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი.  უფლებადამცველები, იურისტები, მუსიკოსები, სცენარისტები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები პროდასავლურ პოლიტიკურ სპექტრს მიმართავენ.

 ხელმომწერები პარტიებს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

 „საქართველომ რამდენიმეჯერ გამოიარა ერთპარტიული საპარლამენტო სისტემა და არცერთხელ ეს კარგად არ დამთავრებულა არც საქართველოსთვის და არც თვითონ პარტიისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ისევ არ გავიმეოროთ ის შეცდომა. ამომრჩეველმაც უნდა შეხედოს ამ საკითხს არა უშუალოდ პარტიების სიმპათიების კუთხით, არამედ ზოგადად, საპარლამენტო მოწყობის და სახელმწიფო მოწყობის ფუნქციონირების კუთხით, რას ნიშნავს ერთპარტიული პარლამენტი“, - განაცხადა კავშირ “საფარის” ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ.

 არასამთავრობო სექტორი კონსტიტუციური უმრავლესობის შემთხვევაში მთავარ საფრთხედ ავტორიტარულ მმართველობას ასახელებს.