საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. „კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს ის ორი კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მიიღო სხვებზე მეტი ხმა და სწორედ ესენი არიან მეორე ტურებისათვის საარჩევნო სუბიექტები”, - განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.
„კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ფინანსდებინ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აქედან გამომდინარე, დაახლოებით მილიონ 600 ათასი არ უნდა იყოს გადახდილი საარჩევნო სუბიექტებისათვის, რომლებიც არჩევნებში არ იღებენ მონაწილეობას“, - აღნიშნა მიქელაძემ.
“ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი ცესკო-ში მიიჩნევს, რომ კანონდარღვევაა, როდესაც არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დანიშვნის უფლება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ აქვთ.