უცხოეთი
რუსეთმა და ინდოეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას С-400–ის მიწოდების შესახებ

  საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ინდოეთის პრემიერის ნარენდრა მოდის შეხვედრაზე, გოას შტატში, ბრიკს–ის სამიტის ველზე, რუსეთის და ინდოეთის პირველმა პირებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ინდოეთს სარაკეტო სისტემას "C 400-ს" გადასცემს.

 გარდა ამისა, რუსეთი და ინდოეთი შეთანხმდნენ კომპანიის შექმნაზე , რომელიც "K 226" ტიპის ვერტმფრენებს გამოუშვებს.

 საერთო ჯამში, ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა 18 დოკუმენტს.