საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი მიიჩნევს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა ქართველი ხალხის ნება ასახა.
"იყო ძალადობისა და დაშინების ფაქტები. ამას, რა თქმა უნდა, მკაცრად ვგმობთ, განსაკუთრებით, როცა არჩევნების დღეს ხდება ასეთი რამ. ახლა უკვე მთავრობაზეა დამოკიდებული, რამდენად საგულდაგულოდ და დეტალურად გამოიძიებს აღნიშულ ფაქტებს. ამაში მარნეულის ინციდენტსაც ვგულისხმობდი. საკმაოდ შემაშფოთებელი ფაქტი იყო და პოლიციის თანამშრომელიც დაშავდა. იმედია, სახელმწიფო გამოიძიებს ამას დაბალასნებული გზით. გავიმეორებ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არჩევნებმა გამოხატა ქართველი ხალხის ნება. მეორე ტური წინ არის და აუცილებელია, გარემო იყოს მშვიდი, წყნარი და არ იყოს დაშინების ფაქტები", - აღნიშნა იან კელიმ.
ამერიკის ელჩი საქართველოში და საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში, ამერიკულ ხომალდზე გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრნენ.