საზოგადოება
ზუგდიდის სოფლებს მგლები შემოესია

wolfზუგდიდის რაიონის სოფლებს: ერგეტას, გროგოლიშს, ჭაქვინჯს მგლები შემოესია და მოსახლეობას მარჩენალი საქონელი დაუგლიჯა. ზუგდიდის მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ხელმძღვანელის - გურამ თირქიას განმარტებით, მათ ჯერჯერობით მგლების მოკვლა ეკრძალებათ, რადგან ხელშეკრულებას ვადა დაუმთავრდა, რომელიც კლუბს   დადებული ჰქონდა ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების გამგეობებთან, რომლის თანახმადაც მათ ხობში უნდა მოეკლათ ხუთი, ხოლო ზუგდიდში შვიდი მგელი. მაგრამ მათ ხობში მხოლოდ ორი მგლის მოკვლა შეძლეს, ზუგდიდში კი – ერთის, რის გამოც მათ უსაყვედურეს კიდეც.

,,მგლების დახოცვა მთელ რიგ სიძნელეებს უკავშირდება. მთავარი პრობლემა და სიძნელე კი ის არის, რომ, ყოველდღე თუ არა, ყოველ მესამე დღეს მაინც უნდა გახვიდე მგლების მოსაკლავად, უნდა დაუდარაჯდე. ეს კი გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია. შეიძლება ათჯერ წახვიდე და ერთი მგელიც ვერ მოკლა, თანხას კი მაშინ იძლევიან, როცა მგელს მოვკლავთ, ამიტომაც საჭიროა მუდმივი დაფინანსება ან ხელფასებით უზრუნველყოფა,” – აღნიშნა გურამ თირქიამ.

ხობისა და ზუგდიდის გამგეობები ხელშეკრულების გაფორმებას დაჰპირდნენ გურამ თირქიას, დროც არ ითმენს. აპრილში მგლების გამრავლებაა მოსალოდნელი. ერთი მგელი 5-6 ლეკვს ყრის.