სამართალი
საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, გლდანი-ნაძალადევის და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი ნ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე ეჭვიანობის ნიადაგზე ნაცნობს - ა.ჯ-ს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.