სამართალი
შსს-მ ბადრაგირების დროს ქ. რუსთავის სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული დააკავა

  საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული . . და წარსულში ნასამართლევი . . თბილისის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს.

 ძებნილი მსჯავრდებული ო. ვ. რუსთავის მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს ქურდობის, ყაჩაღობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით იხდიდა. იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასამართლოში ბადრაგირების დროს გაიქცა. მსჯავრდებულ ო. ვ-ზე ძებნა 2016 წლის 1 სექტემბერს გამოცხადდა.

 სამართალდამცველებმა ო. ვ-სა და ლ. ე-ს დაკავებისას ოქროს ძეწკვები, ჯვრები, საყურეები და ბეჭდები ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ძვირფასეულობა დაკავებულებმა თბილისში მდებარე ერთ-ერთ ოქროულობის მაღაზიაში განხორციელებული ჯგუფური შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმის დროს გაიტაცეს.