სამართალი
საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოების თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ. მ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ორთაჭალაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნითა და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ზ. შ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.