საზოგადოება
მოსკოვში გარდაიცვალა შოთა კვირაია

moskoviგუშინ, 10 იანვარს, მოსკოვში გარდაიცვალა საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების ყოფილი მინისტრი შოთა კვირაია.

შოთა კვირაია დაიბადა 1952 წელს ქ. სენაკში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საამშენებლო ფაკულტეტი და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი.

1977 წელს დაიწყო მუშაობა შინაგან საქმეთა ორგანოებში. 1977-1984 წლებში სოხუმის შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაში იყო სოციალისტური საკუთრების დატაცებსთან ბრძოლის ინსპექტორი, შემდეგ კი უფროსი ინსპექტორი.

1984-1990 წლებში ამავე განხრით დაწინაურდა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალისტური საკუთრების დატაცების განყოფილების ოპერწმულებულად მუშაობდა.

მაღალი თანამდებობები დაიკავა ძალოვან სტრუქტურებში ედუარდ შევარდანაძის მმართველობის დროს. 1993 წელს (იგორ გიორგაძის მინისტრობისას) ის უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილეა, შემდეგ კი მეთაურობს ქვეყნის

ძალოვან სამინისტროებს.

როდესაც 1995 წლის 2 სექტემბერს გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან იგორ გიორგაძე, მის ადგილზე ედუარდ შევარდნაძემ დანიშნა შოთა კვირაია.

1997 წელს მისი კარიერა საქართველოში შეწყდა და ის ემიგრაციაში გადასახლდა რუსეთში, სადაც მოსკოვში ცხოვრობდა.

ამჟამად შოთა კვირაის ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის დაკრძალონ სამშობლოში. მის ცხედარს უახლოეს დროში გადმოასვენებენ თბილისში.