პოლიტიკა
საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომელშიც ყირგიზეთი აფიქსირებს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების მთლიანობის პატივისცემას, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობას, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში ძალისა და ძალის გამოყენების მუქარის გამოუყენებლობას.
ასევე, ხელი მოეწერა შეთანხმებებს მთავრობებს, ფინანსთა სამინისტროებს, შინაგან საქმეთა სამინისტროებს, განათლების სამინისტროებს შორის ინვესტიციების წახალისების, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.