პოლიტიკა
ილია მეორე: "არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება გიორგი კვირიკაშვილის დამსახურებაა!"

  საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და საქართველოს მთავრობას არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება მიულოცა. ამის შესახებ პატრიარქმა სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც საღმრთო ლიტურგიას გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრებიც დაესწრნენ.

 "დღევანდელ დღესასწაულზე, ამ წირვა-ლოცვაზე ბრძანდებიან პრემიერ-მინისტრი საქართველოსი და მინისტრები. ჩვენ ვულოცავთ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ამ დიდ დღესასწაულს. მინდა, მივულოცო მათ მშვიდობით ჩატარებული არჩევნები. ეს არის თქვენი დიდი დამსახურება, ბატონო გიორგი", - მიმართა პატრიარქმა პრემიერ-მინისტრს.

 პრემიერ-მინისტრმა უწმინდესს და მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა. თქვენო უწმინდესობავ, პატივცემულო მოქალაქეებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. გისურვებთ მშვიდობას, უკეთეს ხვალინდელ დღეს, უფლის წყალობას, ერთმანეთის სიყვარულს. მრავალს დაესწარით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.