საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. პირისპირ შეხვედრისას საუბარი, სხვადასხვა სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და რეგიონში არსებულ ვითარებას შეეხო.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი არსებობს და ამ მიმართულებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობას, რომლის პირველი სხდომა თბილისში 2016 წლის მარტში გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება აძლევს.
პირისპირ საუბრის შემდეგ შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო-ყირგიზეთის ბიზნესფორუმი 2017 წლის პირველ ნახევარში გაიმართება. ასევე აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონში უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო დერეფნის როლი. მხარეებმა ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.