საზოგადოება
თეთრი ხიდის უყურადღებოდ დატოვებას ქუთათურები აპროტესტებენ. აი რას ამბობს პენსიონერი გიორგი ტუსკაძე:
,,მეტი უყურადღებოდ დატოვება რაღა გინდა. ჯერ იყო და შარშან ვიღაცამ მანქანით დააზიანა და კარგა ხანს იყო ამოყრილი ის პლასტიკატები. ახლაც ყოველ ნაბიჯზე ავარდნილია... რაღა მაინცდამაინც აქ გახდა საჭირო ამ ექსპერიმენტული მასალის გამოყენება? მშენებელი ვარ და ამ საქმეშიც ჩახედული, ამიტომ მიკვირს, უფრო ნორმალური ალტერნატიული მასალა არ შეიძლებოდა მოძებნილიყო?!
არა, ცვლილებები ქალაქში არის, უდავოდ. მაგრამ ცვლილებები მარტო ცვლილებებისთვის არ უნდა იყოს, არამედ – უკეთესი შედეგებისთვის. სამწუხაროდ, ამ უკეთეს შედეგს ვერ ვხედავ.
თეთრი ხიდია, ხო, ბოლოს და ბოლოს!..’’