საზოგადოება
შაქრო კალაშოვ-უმცროსი რუსეთის დანაშაულებრივი სამყაროს ლიდერად გამოაცხადეს

  საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. მსგავსი იურიდიული ტერმინი საგამოძიებო დოკუმენტაციაში პირველად გამოიყენეს, რაც, გაზეთ “კომერსანტის” ცნობით, იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია, კრიმინალური სინდიკატის წევრი  ნებისმიერი ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან მსჯავრდებული გახდეს.

 მასალის თანახმად, შაქრო კალაშოვი რუსეთის დანაშაულებრივი სამყაროს ლიდერი 2013 წელს, ე.წ. კანონიერი ქურდის დედ ჰასანის მკვლელობის შემდეგ გახდა. გამოძიების ვერსიით, სწორედ კალაშოვი უწევდა კოორდინაციას კრიმინალური ავტორიტეტების მოქმედებებს, ადგენდა მათთვის სამოქმედო გეგმას, აგრეთვე, ანაწილებდა გავლენის სფეროებსა და შემოსავლებს.