სამართალი
შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს შეხვდა

  საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. შეხვედრაში NDI-ს, IRI-ს, ეუთო-სა და ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 მხარეებმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს პოლიციის მიერ უსაფრთხოების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს. შალვა ხუციშვილმა დეტალურად ისაუბრა არჩევნების დღეს მომხდარ ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმებზე და ხაზი გაუსვა საპოლიციო ღონისძიებების პროპორციულობას.

 საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების მეორე ტურის უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად პოლიციის მხრიდან დაგეგმილი დამატებითი ღონისძიებებითაც დაინტერესდნენ.

 შალვა ხუციშვილის განმარტებით, არჩევნების მეორე ტურის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად სამართალდამცველები პრევენციულ ღონისძიებებს განახორციელებენ.