პუბლიკაციები
ევროპარლამენტი რუსეთის და „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ რეზოლუციის კანონპროექტზე იმსჯელებს

  21 ოქტომბერს ევროპარლამენტი რუსეთის და ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ რეზოლუციის კანონპროექტზე იმსჯელებს.

 დოკუმენტის თანახმად, რუსეთი, პროპაგანდის გასავრცელებლად, „აგრესიული გზით“ იყენებს ინსტრუმენტების ფართო სპექტრს, მათ შორის სპეციალურ ფონდებს, ტელეკომპანიებს, საინფორმაციო სააგენტოებს, საზოგადოებრივ და რელიგიურ ჯგუფებს, სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ აქტივისტებს.

 კანონპროექტის თანახმად, რუსეთი ასეთი ქმედებებით ცდილობს კითხვის ქვეშ დააყენოს ევროპული ფასეულობები და ევროპის განხეთქილების პროვოცირება მოახდინოს.

 რეზოლუციის კანონპროექტში ნათქვამია, რომ რუსეთი ინტენსიურად ზრდის აქტივობას ევროპაში, რომლის მიზანიც რუსეთის გავლენის და ჰეგემონიის გავრცელებაა. დოკუმენტის თანახმად, ამ კუთხით რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია ისტორიის ფალსიფიცირებაა.

interpressnews.ge